ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 05:41 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

კიევს ისევ შევუტევთ – კადიროვი თავის გეგმებს აანონსებს

„ლუგანსკის და დონეცკის ოლქებს რომ დავიკავებთ, რომლებიც 2014 წლიდან ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ, შემდეგ კიევსაც და სხვა ქალაქებსაც ავიღებთ“. ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინმა ლუგანსკის და დონეცკის გათავისუფლების ამოცანა დაგვისახა. შემდეგ კი კიევსაც ავიღებთ და სხვა ქალაქებსაც“! – განაცხადა კადიროვმა ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის მთავარი მიზანი დედაქალაქ კიევის დაკავება იყო. თუმცა კიევის აღება რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლეს და დიდი დანაკარგის შემდეგ ძალები ბელარუსში გაიყვანეს. ამის შემდეგ კიევთან დამარცხებული დაჯგუფების ნაწილი რუსეთის სარდლობამ აღმოსავლეთ უკრაინაში გადაისროლა, სადაც ახლა დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს.

რუსეთის ძალები უკრაინელების ალყაში მოქცევას და განადგურებას ცდილობენ. პარალელურად კი უკრაინის ძალები ქალაქ ხერსონისკენ მიიწევენ და ამჟამად მის შემოგარენში იმყოფებიან. ასევე ერთ თვეზე მეტი ხნის მანძილზე ალყაში მოქცევის მიუხედავად რუსეთის ძალები ქალაქ მარიუპოლის მთლიანად აღებას ვერ ახერხებენ. თავად რამზან კადიროვმა 27-ჯერ განაცხადა, რომ მარიუპოლი აიღო და მის შტურმს პირადად ხელძღვანელობდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები