რუსებმა ბლოკირებულ მარიუპოლში წმინდა გიორგის ლენტი 300 მეტრზე გაშალეს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიწვეული ხალხთან ერთად „აღლუმი“ ჩაატარეს .
მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრ ანდრიუშჩენკოს თქმით, დაბომბვის შედეგად თითქმის დანგრეული მარიუპოლის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე – ნახიმოვის გამზირზე, დამპყრობლებმა 300 მეტრზე გადაჭიმული „წმინდა გიორგის ლენტი“ გაშალეს და ეს ყველაფერი გააკეთეს „აზოვსტალის“ ფონზე, სადაც მტერმა განაახლა იერიში უკრაინელ დამცველებზე.
„ოკუპანტები ადგილზე არიან. ერთადერთი, ვინც იქ არ არის, მარიუპოლის მცხოვრებლები არიან. დღესასწაულთან დაკავშირებით რაღაც შეცდომა მოხდა, იმიტომ რომ მარიუპოლი არის უკრაინა და არა მოსკოვი“, – წერს ანდრიუშჩენკო.