ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 05:51 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს – გაერო

„მსოფლიოში კონფლიქტის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა განსაცვიფრებელ ნიშნულს – 100 მილიონს პირველად, რეკორდულად გადააჭარბა. საუბარია უკრაინის ომზე და სხვა კონფლიქტებზე“, – ამის შესახებ გაეროს განცხადებაშია ნათქვამი.

გაერო მონაცემებს საგანგაშოს უწოდებს.

„ეს მონაცემი უნდა იყოს ერთგვარი გამოღვიძების სიგნალი იმისთვის, რომ ყველა არსებული კონფლიქტი დასრულდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) განცხადებით, უკრაინის ომის გამო 8 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა ქვეყნის შიგნით გადაადგილებულიყო, ხოლო 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა სამშობლო დატოვა.

გასულ წელს გაეროს მონაცემებით ლტოლვილთა რიცხვი 90 მილიონამდე გაიზარდა გამო ეთიოპიაში, ბურკინა ფასოში, მიანმარში, ნიგერიაში, ავღანეთსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები