იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდოსთან მოლაპარაკებების დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ქვეყნის საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის სურვილს.
ორშაბათს ტოკიოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს პრესსამსახურის განცხადებით, ბაიდენმა მაღალი შეფასება მისცა იაპონიის კაბინეტის ხელმძღვანელის ქმედებებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-იაპონიის ალიანსი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედია.
ბოლო წლებში იაპონია ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს, რაც მეზობელი ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს. 2022 წელს ხარჯები გაიზარდა დაახლოებით 50 მილიარდი იენით წინა წელთან შედარებით და 5,37 ტრილიონ იენამდე (41,9 მილიარდი დოლარი მიმდინარე კურსით), რაც რეკორდული მაჩვენებელია.
როგორც ცნობილია, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა G7-ის შემდეგი სამიტი ჩატარდეს ჰიროშიმაში , რომელზეც აშშ-მ 1945 წელს ბირთვული შეტევა განახორციელა.