ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 9, 2025 17:34 საათი

თბილისი

Sep 9 - Tue
Tbilisi, GE
28°C scattered clouds

რუსეთმა ჟიტომირის მახლობლად დონბასში გადატანილი უკრაინის სამხედრო ტექნიკა გაანადგურა – რუსული მხარე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს უკრაინის არმიის მე-10 ბრიგადის ტექნიკა, რომელიც გადაყვანილი იყო დონბასში.

„მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედმა რაკეტებმა ჟიტომირის რეგიონში, რკინიგზის სადგურის მიდამოში, გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-10 სამთო თავდასხმის ბრიგადის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, რომლებიც ივანო-ფრანკოვსკიდან დონბასში გადაიყვანეს“, – განაცხადა კონაშენკოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის