ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 06:08 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

„აღვირახსნილი და სიგიჟის ზღვარზე მყოფი“ – კრემლი პოლონეთის გადაწყვეტილებაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი პოლონეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც პოლონეთმა რუსეთიდან გაზის შესყიდვის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტა.

პესკოვმა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღვირახსნილი უწოდა,

„ჩვენ ახლა ვხედავთ თუ როგორ აღვირახსნილ და სიგიჟის ზღვარზე მყოფ პოზიციას აფიქსირებს პოლონეთის ხელისუფლება. ამიტომ, ახლა რაიმეს პროგნოზირება რთულია“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, ახლა პოლონეთთან რაიმე საკონტრაქტო ურთიერთობებზე საუბარი შეუძლებელია.

„მოგეხსენებათ, პოლონეთი დიდი ხანია უარს ამბობს გაზის საფასურის გადახდაზე. ამიტომ, გაზის მიწოდებისთვის საჭიროა: ა) დოკუმენტური ხელშეკრულებები ბ) გადახდა. პოლონეთის წინა ნაბიჯებიდან გამომდინარე, მის ამჟამინდელ გადაწყვეტილებას უკვე მცირე მნიშვნელობა აქვს“, – დასძინა პესკოვმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის მთავრობამ რუსეთიდან გაზის შესყიდვის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტა. შეთანხმება 2022 წლის ბოლომდე მოქმედებდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები