რუსეთმა მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას Associated Press იტყობინება .
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 ივნისს კიევმა და მოსკოვმა დაღუპულთა პირველი ოფიციალური გაცვლა ჩაატარეს, რომლის დროსაც თითოეულმა მხარემ მეორეს 160 ცხედარი გადასცა.
ანა გოლოვკომ, აზოვის პოლკის სპიკერმა AR-ს დაუდასტურა, რომ ათობით ცხედარი უკვე გადაასვენეს კიევში და დაწყებულია ნეშტების იდენტიფიკაციის პროცესი დნმ-ის ანალიზით.
იმავე ინფორმაციას ადასტურებენ აზოვის მებრძოლების ახლობლები, რომლებმაც უკვე მიიღეს ნათესავების ცხედრები.
რამდენი ადამიანი დაიღუპა ქარხნის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 2500 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. რუსული მხარე გაცვლაზე არ საუბრობს და არ გამორიცხავს მათ გასამართლებას.
- ფორმირება “აზოვი” დაარსდა 2014 წელს, როგორც მოხალისეთა ბატალიონი, მის სათავეში იყვნენ ულტრამემარჯვენე აქტივისტები. ამავდროულად, აზოვის მებრძოლთა უმრავლესობა ხაზს უსვამს, რომ ისინი არ არიან ნეონაცისტები და თავად პოლკი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების განუყოფელი ნაწილი.
ცხედრები კიევში უკვე გადასვენებულია და ამჟამად დნმ ექსპერტიზის მეშვეობით მათი იდენტიფიკაცია მიმდინარეობს.
სულ რამდენი ადამიანი დაიღუპა „აზოვის“ ქარხნის ტერიტორიაზე, ისევე როგორც მარიუპოლში, რომელიც რამდენიმე თვე რუსეთის ძალების ალყაში იმყოფებოდა, ამ დრომდე უცნობია.