ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 21:09 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
5°C broken clouds

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები „50-50-ზე“ ფორმულით გაცვალეს.

აღნიშნულია, რომ დაღუპული 50 უკრაინელი ჯარისკაციდან 37 აზოვსტალის გმირი დამცველია.

„გაცვლის ოპერაცია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამსახურმა, შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და სხვა სამართალდამცავმა უწყებებმა განახორციელეს.  ცხედრების გაცვლა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონში, ზაპოროჟიეში მოხდა“, – აღნიშნულია უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის