ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:22 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

„და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე?“ – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის მომავალი არსებობა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი ომს აწარმოებს. მისი თქმით, უკრაინა ტყუილად ითხოვს 2 წელიწადში თხევად ბუნებრივ აირს, რადგან ამ დროს უკრაინა აღარ იარსებებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.

„ვნახე შეტყობინება, რომ Lend-Lease-ის ფარგლებში უკრაინას სურს მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი მისი საზღვარგარეთული მფლობელებისგან გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ზამთარში ისინი უბრალოდ გაიყინებიან.

მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებს აღარ აინტერესებთ – მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს ანტირუსულ პროექტში, რომ სხვა ყველაფერი მათთვის არაფერია“, – წერს მედვედევი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები