ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 08:54 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
12°C clear sky

ირანი მზად არის ბირთვული იარაღის შესაქმნელად

„ჩვენ ვაწარმოეთ 20%-ით გამდიდრებული ურანი ფორდოს ქარხანაში დამონტაჟებული ცენტრიფუგების სერიაში“, განუცხადა ალ ჯაზირას ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ინფორმირებულია ცენტრიფუგების ახალი სერიის გაზის შეყვანის შესახებ.

8 ივნისს IAEA-ს მმართველთა საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებს ირანს მისი ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციის არასაკმარისი გამჟღავნების გამო (რუსეთმა და ჩინეთმა კენჭი უყარეს დოკუმენტს). ამის შემდეგ ირანმა დააჩქარა ურანის გამდიდრებისთვის ახალი თაობის ცენტრიფუგების წარმოება და მონტაჟი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის