ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 06:44 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
7°C clear sky

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მთელ ჩვენს ბიუჯეტს აღემატება – ბჟანია

სოხუმის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველო კვლავ განიხილავს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ბჟანიას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოებას აფხაზეთის შეიარაღებული ძალები და რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მათი კავშირი უზრუნველყოფს.

„ვიდრე ჩვენ მოკავშირეები ვართ, არაფერი გვემუქრება. აფხაზეთში მეშვიდე ბაზა არსებობს, აქ არიან რუსი მესაზღვრეები, რაც რამდენიმე ათას ადამიანს შეადგენს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქ იყვნენ, აქ რომ არ ყოფილიყვნენ, სურათი ძალზე არასახარბიელო იქნებოდა.

იმიტომ კი არა, რომ ვიღაცის გვეშინია, არავისი არ გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ. მაგრამ მსოფლიოში ბევრი რამე იცვლება და რევანშისტული იდეები არსად გამქრალა. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ჩვენს ეროვნულ ბიუჯეტს აღემატება“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ბჟანიამ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობაში აშშ დაადანაშაულა, რომელიც, მისი თქმით, „ნელ-ნელა აფხაზეთის საზღვრებსაც მიუახლოვდა“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები