ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 07:11 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

ზელენსკიმ არახამიას, იასკოს, გონჩარენკოს და კიდევ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი რადას 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა. მათ შორის არიან დეპუტატები დავით არახამია, ლიზა იასკო და ოლექსი გონჩარენკო. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, პასპორტების გაუქმება იმ დეპუტატებს შეეხო, რომლებმაც „საზღვარგარეთ ოფიციალური მივლინებების შემდეგ დოკუმენტები საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გადასცეს“.

„უახლოეს მომავალში იმ დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ პასპორტები საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ჩააბარეს,  პასპორტები გაუუქმდება. ამბობენ, რომ ზელენსკი ძალიან გაბრაზებულია იმ ფაქტით, რომ დეპუტატები ომის დროს საზღვარგარეთ დასეირნობენ,“ – წერია ტელეგრამ არხის, „УП. Off the record“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უნიანის“ ცნობით, საზღვარგარეთ ზოგიერთი დეპუტატის ვიზიტს სკანდალი მოჰყვა. ასე, მაგალითად, „ხალხის მსახურის“ წევრი ნიკოლაი ტიშენკო ჩეხეთში საქველმოქმედო ვახშამზე დააფიქსირეს, რასაც სოციალურ ქსელებში კრიტიკის ტალღა მოჰყვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები