ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 16, 2025 17:38 საათი

თბილისი

Apr 16 - Wed
Tbilisi, GE
12°C clear sky

რუსეთსა და თურქეთს შორის რუბლით ვაჭრობაზე სრული გადასვლაა მოსალოდნელი – თურქული მედია

რუსეთსა და თურქეთს შორის რუბლით ვაჭრობაზე სრული გადასვლაა მოსალოდნელი, იტყობინება თურქული გაზეთი Milliyet.

რუბლი ასევე მოხმარდება გაზის საფასურს. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის დროს , ერთი კვირით ადრე მიღწეული იქნა შეთანხმება რუსული გაზის მიწოდების დროს რუბლის გადახდასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ უკვე იწყებენ გაზის ნაწილობრივ მიწოდებას, და ვაჭრობა შედგება რუბლებში“, – განუცხადა ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე ასევე დეტალურად განიხილეს აკუიუ ატომური ელექტროსადგურის და თურქული ნაკადის გაზსადენის მშენებლობა. “მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებითად გააძლიერებს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას, ვაჭრობისა და ეკონომიკის ახალ დონეზე გადასვლას, თითქმის ყველა სექტორში. მისივე ინფორმაციით, ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის