ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:52 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

რუსეთისთვის აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოებია – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთისთვის აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომელთანაც მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
„რაც შეეხება საქართველოს ახალ შესაძლო აგრესიას მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ, ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული. და ეს კარგად ესმის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ გამოცდიან ბედს და არ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია“, – განაცხადა მედვედევმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები