ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:26 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

მზად ვართ უკრაინის ხელახლა აშენება უზრუნველვყოთ, მაგრამ ჯერ უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს – გიგანას ნასუდა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. მისი თქმით, ვერ ხედავს საფუძველს, რომ ომი ხანმოკლე იქნება. როგორც ნაუსედამ აღნიშნა, საჭიროა უკრაინის იარაღით მომარაგება და მეტი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ომი ხანმოკლე იქნება. უკრაინას აქვს პროგრესი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით სამხრეთით, მაგრამ ამავე დროს რუსეთიდან ზეწოლაა აღმოსავლეთით. ეს ცხადია და დახმარებაში პირველ რიგში იარაღით მომარაგება იგულისხმება. ასევე, სანქციები, უკრაინის აღმშენებლობაში ხელშეწყობა. ყველა მზად ვართ უკრაინის ხელახლა აშენება უზრუნველვყოთ, მაგრამ პირველ რიგში, უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს. სამწუხაროდ, იარაღზე გადაწყვეტილებები ძალიან დაგვიანებულია, ძალიან ნელა მიმდინარეობს პროცესი და ამ დრომდე დახმარება საკმარისი არ არის.

მე რამდენჯერმე ვიმყოფებოდი უკრაინაში. ჩემი ვიზიტი იყო სოლიდარობის დადასტურება. სამხედრო, პოლიტიკური, ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ მორალურად გვერდში დგომა კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს. მე პრეზიდენტ ზელენსკის გადავეცი ლიეტუვას უმაღლესი საპრეზიდენტო ორდენი. ყველაფერი ძალიან ემოციური იყო. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ზელენსკიმ მეც მთხოვა, რასაც ყველა ლიდერს სთხოვს – პოლიტიკური და სამხედრო დახმარება. ლიეტუვამ თავის შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინას უკვე გადასცა სამხედრო მარაგები. ჩვენ ვცდილობთ პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაციასაც. ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება უკრაინის ხელისუფლების და უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ნაუსედამ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები