უკრაინული სიმინდი ლიბანში ჩავიდა, მაგრამ კერძო კომპანიამ უარი თქვა მის ყიდვაზე. ამის შესახებ ლიბანში უკრაინის საელჩოში განაცხადეს. აღნიშნულია, რომ მყიდველმა მარცვლეულზე უარი თქვა მიწოდების ხუთთვიანი დაგვიანების გამო.
სიმინდით ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული.
„რაზონის გემით უკრაინული მარცვლეულის გამგზავნის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლიბანში მყიდველმა უარი თქვა ტვირთის მიღებაზე მიწოდების დაგვიანების გამო (5 თვეზე მეტი)“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
დიპლომატებმა განაცხადეს, რომ გამგზავნმა უკვე დაიწყო მარცვლეულის ახალი მყიდველის ძებნა, მათ შორის ლიბანის ფარგლებს გარეთაც.