ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 06:14 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
7°C clear sky

იაპონიაში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა

იაპონიაში ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება მოხდა. ამის შესახებ დოიჩე ველე იუწყება.

თანამდებობები საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა, იოსიმამა ჰაიასიმ და სიუნიტი სუძუკიმ შეინარჩუნეს.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე იასუკავა ჰამადა დანიშნა, ხოლო იასუტოგი ნისიმურა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ხელძღვანელობდა, ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრი გახდა.

10 აგვისტოს იაპონიის მთავრობა გადადგა, რადგანაც პრემიერ-მინისტრმა ფუსიო კისიდამ მთავრობის სერიოზული გადახალისება გადაწყვიტა. მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაცია სექტემბერში იგეგმებოდა, მაგრამ კისიდამ ეს გადაწყვეტილება ახლა მიიღო, რადგანაც მთავრობის მხარდაჭერის რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები