თურქეთმა განაცხადა, რომ საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში თურქულ გემს ცეცხლი გაუხსნა.
როგორც გამოცემა წერს, საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა საპატრულო კატარღამ ცეცხლი გაუხსნა კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემს.
ამის შემდეგ შემთხვევის ადგილზე თურქეთის სანაპირო დაცვის ორი საპატრულო კატარღა მივიდა. ცეცხლი გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა. ანკარამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
თურქული წყაროები დასძენს, რომ მათ საბერძნეთს მოვლენის დაუყოვნებლივ გამოძიება მოსთხოვეს.
ბერძნული მხარის ვერსიით, თურქულმა გემმა, რომელიც მიცურავდა კუნძულ ლესბოსს თურქეთის სანაპიროსკენ, არ უპასუხა სანაპირო დაცვის გაფრთხილებას.
ბორტზე ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის სამი თურქეთის მოქალაქე.