ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 02:06 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

„რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის საკითხზე დღეს განცხადებას გავაკეთებთ“ – ხერსონის ე.წ. ხელისუფლება

„ხერსონის ოლქის ხელისუფლება რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის საკითხზე დღეს განცხადებას გააკეთებს“, – ამის შესახებ ოლქის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოლქის მოსახლეობა „რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს“.

„დღეს, 20 სექტემბერს, ჩვენ დაუყოვნებლივ გავაკეთებთ განცხადებას რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის საკითხზე, რასაც რეალურად ყველა ელოდება.

ოლქის მცხოვრებლებმა რეფერენდუმის ჩატარების თხოვნით არაერთხელ მომმართეს“, – განაცხადა სტრემუსოვმა.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს რუსეთთან შეერთების საკითხზე „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ განცხადება დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „ხელისუფლების“ წარმომადგენლებმაც გააკეთეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები