პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურად თავის თავს აყენებს.
„ჩვენი დიდი ხანი ვიფიქრეთ ვინ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, რომელსაც მხარს დავუჭერდით და ჩვენი პოზიციით ვიმოძრავებდით. იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც აქვს სახალხო დამცველს, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფიქსირდება და სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან ქვეყანაში რეალურად რამე გააკონტროლოს, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ ვერავის ვერ ვენდობით.
არავინ არ გვყავს ასეთი კანდიდატი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ და რაც შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამიტომ მე „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და გთხოვთ მხარდაჭერას ყველა პარტიიდან“, – განაცხადა ხვიჩიამ.