კვირას, გრიგოლ ონიანის საავტორო გადაცემაში სამოქალაქო უფლებების დამცველმა ნანა კაკაბაძემ გადაცემაში LGBTQ+ თემის უფლებების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით LGBT+ თემის უფლებები ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სუბიექტის თანაბრად უნდა იქნას დაცული, ხოლო განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ახდენს საზოგადოებაში ქართული ღირებულებებისა და ტრადიციების ნიველირებას
„ალბათ თუ ელგებეტეს ხელკეტს დაარტყავენ, უფრო მეტად მტკივნეული იქნება ვიდრე ტრადიციული ღირებულების ადამიანს..“ – ამბობს კაკაბაძე