ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 05:09 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
8°C clear sky

დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმები ჩატარდება

დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში რუსეთთან მიერთების საკითხზე 23-27 სექტემბერს რეფერენდუმები ჩატარდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ლუგანსკში რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა ე.წ. სახალხო საბჭომ და შემდეგ მას ხელი მოაწერა სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა. მოგვიანებით „დონეცკის რესპუბლიკის“ ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი იმავე დღეებში დონეცკის „რესპუბლიკაშიც“ გაიმართება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტები რეფერენდუმების ჩატარებას ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ნაწილებშიც აპირებენ, რომლებსაც რუსული ძალები აკონტროლებენ.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ არანაირი რეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ჩატარდება და მარიონეტული მთავრობა უბრალოდ მისი შედეგების გამოცხადებას აპირებს. კენჭისყრის ობიექტურობის გადამოწმება, ომის პირობებში, ბუნებრივია, შეუძლებელია.

როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იუწყება, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულმა კონტრშეტევამ კრემლში პანიკა გამოიწვია და მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მიიღო. ამასთანავე კიევში აცხადებენ, რომ არანაირი პრაქტიკული შედეგები ფსევდორეფერენდუმებს არ ექნებათ და უკრაინა მაინც საკუთარი მიწის გასათავისუფლებლად ბრძოლას გააგრძელებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ „რეფერენდუმების“ შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოსკოვის ბირჟაზე აქციათა ფასი მნიშვნელოვნად დაეცა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები