ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 20:55 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
8°C clear sky

უსამშობლოობის მორიგი გამოხატულებაა შსს-ს აგდებულად მოხსენიება, მაშინ როდესაც გმირი ბიჭები ყველაფერს აკეთებენ ვითარების მშვიდობიანად დასასრულებლად – დავით ქართველიშვილი

„ამ უკიდურესი ხიფათის შემცვლელი ვითარების გარშემო, რა თქმა უნდა, „სვავთა“ და „აფთართა“ ნაცნობი კოლექტივი კვლავ პოლიციის დაბულინგებით არის დაკავებული, ტერორისტის მხარეზე თავისი დაუფარავი „სტოკჰოლმის სინდრომის“ გამოხატვით,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ქუთაისში საქართველოს ბანკზე თავდასხმის ფაქტს.

„იმ სახელმწიფოებში, სადაც კანონის დონეზეა აკრძალული მძევლების ამყვანი ტერორისტების პირობების დაკმაყოფილება, ყველაფერი უკვე დიდი ხანია დასრულებული იქნებოდა – და თუ როგორი შედეგით თავად მძევლებისთვის, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. სწორედ ის გარემოება, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის, მისი ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლეა პრიორიტეტული – ასე „გაწელილად“ ეჩვენება მავანს ქუთაისში მიმდინარე მოვლენები. დიახ – ხელისუფლება ამ ჰუმანურობის „მძევლობაშია„ და ეძებს ადამიანების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის მინიმალური რისკის შემცვლელ გადარჩენის გზებს. ამ უკიდურესი ხიფათის შემცვლელი ვითარების გარშემო, რა თქმა უნდა „სვავთა“ და „აფთართა“ ნაცნობი კოლექტივი კვლავ პოლიციის დაბულინგებით არის დაკავებული, ტერორისტის მხარეზე თავისი დაუფარავი „სტოკჰოლმის სინდრომის“ გამოხატვით. ჩვეული ღალატი და უსამშობლოობის მორიგი გამოხატულებაა ამ უმძიმეს წუთებში შსს-ს აგდებულად და ცინიკურად მოხსენიება, მაშინ როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერს აკეთებენ ვითარების მშვიდობიანად დასასრულებლად. ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს, მძევლებს უფლის შეწევნა და იმედი, ხოლო კაცთმოძულეთა ლეგიონს კი – ტრადიციული დამარცხება!“ – წერს ქართველიშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები