ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 18:58 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
6°C broken clouds

მიხაილო პოდოლიაკი – რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო “რეფერენდუმი” HIMARS-ს შეაჩერებს – ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ?

რუსებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკანონო “რეფერენდუმი” HIMARS-ს და შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს, რომ ჩვენს მიწაზე ოკუპანტები გაანადგურონ, გადაწყვიტეს ასიმეტრიული პასუხი გასცენ უკრაინის კონტრშეტევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

„ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება“, – წერს პოდოლიაკი.

ოკუპირებული ხერსონის ოლქის ე.წ. ადმინისტრაციის „ხელმძღვანელმა“ ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე ჩატარდება. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის