ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 07:26 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
8°C broken clouds

მაკრონმა პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას კრემლისგან უარი ეთქვა – Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების დაანონსებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ არ ცნობს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

„დონბასში რეფერენდუმის იდეა ასე ტრაგიკული რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა.

გადაწყვეტილება „რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ მორიგი პროვოკაციაა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მთელი პროცესი დადგმული შოუა და მას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება“, – განაცხადა მაკრონმა.

გარდა ამისა, მაკრონმა დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას კრემლისგან უარი ეთქვა. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში რუს კოლეგას დაუკავშირდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის