ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსი მებრძოლები უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად „ახალ ტაქტიკაზე“ გადავიდნენ.
მისივე თქმით, „ახალი საბრძოლო ტაქტიკა ყველა ადრე გამოყენებულ ტაქტიკას აღემატება“.
„ჩვენ გადავდივართ სპეცოპერაციის ახალ ტაქტიკაზე. აღარ ვაპირებთ მათ შეცვლას. ყველა დეტალი განვიხილეთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის უფროს მაგომედ დაუდოვთან ერთად. მტერს მალე ექნება უმძიმესი შედეგები“, – აცხადებს კადიროვი.