ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 00:18 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
7°C clear sky

„პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს, არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახევ მშვიდობას“ – ოლაფ შოლცი

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას „იმპერიალიზმის აქტი“ უწოდა.

„არანაირი გამართლება არ აქვს რუსეთის საოკუპაციო ომს უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტი პუტინი ამ ომს ერთი მიზნით აწარმოებს: უკრაინის ხელში ჩაგდება. თვითგამორკვევა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არის იმპერიალიზმი. იმპერიალიზმის დაბრუნება არ არის მხოლოდ კატასტროფა ევროპისთვის, ის ასევე კატასტროფაა ჩვენი გლობალური მშვიდობიანი წესრიგისთვის, რომელიც არის იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის ანტითეზისი.

ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ ამ ოთახში 141-მა წევრმა დაგმო რუსეთის ომი… ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახევ მშვიდობას“, – განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა, ასევე, დასძინა: „პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები