გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ ბრიტანეთი რუსეთის აგრესიის გამო თავდაცვის ხარჯებს მინიმუმ 52 მილიარდი ფუნტით გაზრდის. ამის შესახებ მან The Sunday Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.
უოლასმა დაადასტურა, რომ ახალი პრემიერ მინისტრი ლიზ ტრასი ასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას თავდაცვის ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით.
უოლესმა დასძინა, რომ 2030 წლისთვის თავდაცვის წლიური ბიუჯეტი უნდა იყოს დაახლოებით 100 მილიარდი ფუნტი, 52 მილიარდი ფუნტით მეტი ამჟამინდელ თანხაზე.