ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 03:54 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის წევრები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძეს, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ.

როგორც დეპუტატები განცხადებაში აღნიშნავენ, ისინი გმობენ ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს და იმედს გამოთქვამენ, რომ არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

„ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა. სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში. ​ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები