ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 03:49 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, იაპონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტოშირო ინომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კორეამ ერთ კვირაში ოთხი რაკეტა გამოსცადა.

„ასეთი ესკალაცია საფრთხეს უქმნის იაპონიის, რეგიონისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა მან.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს გაშვებულმა ერთ-ერთმა რაკეტამ 400 კილომეტრამდე მანძილი დაფარა, მეორემ კი დაახლოებით 350 კილომეტრი, ორივე მათგანი, სავარაუდოდ, ზღვაში ჩავარდა იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ.

ცნობისათვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ხუთშაბათს, ერთდღიანი ვიზიტით, სამხრეთ კორეას ეწვია. ის ჩრდილოეთ კორეასთან საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ესტუმრა, კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის ვალდებულება, დაიცვას თავისი მოკავშირე და ფხენიანი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გააკრიტიკა. მხარეებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე