ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 14:31 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
7°C overcast clouds

„სააკაშვილმა თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი, როცა 2018 საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი არ დამიჭირა“ – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

ნათელაშვილის თქმით, 2018 წელს იგი სააკაშვილს სთხოვდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურისთვის მხარი დაეჭირა, თუმცა მისგან უარი მიიღო.

„2018 წელს მე და მიხეილ სააკაშვილს გვქონდა კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მე მას ვთხოვე, რომ ჩემი კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი, რაც ავტომატურად დღეს მოგვაცილებდა ივანიშვილის რეჟიმს, ამდენ მილიარდს ვერ მოგვპარავდა, ასეთ იზოლაციასაც ვერ გაგვიკეთებდა, ვერც სააკაშვილს დაიჭერდა და პოლიტიკური ცხოვრება წყნარი იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, უარი მითხრა და ვისაც დაუჭირა მხარი და როგორ, რით დამთავრდა თავად ნახეთ.

ჩვენ [პოლიტიკოსები] არამარტო ქვეყნის, არამედ საკუთარი თავის მომავალსაც ვქმნით, სააკაშვილმა თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი არ დამიჭირა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები