ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 23:32 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
5°C overcast clouds

ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი „დიდი შვიდეულის“ საგანგებო შეხვედრის მოწვევაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სატელეფონო საუბრის დროს „დიდი შვიდეულის“ საგანგებო შეხვედრის მოწვევაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.

„გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, რომელიც „დიდ შვიდეულს“ თავმჯდომარეობს, შევთანხმდით, მოვიწვიოთ ჯგუფის საგანგებო შეხვედრა. დაგეგმილია ჩემი სიტყვით გამოსვლა, რომლის დროსაც ვისაუბრებ რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთანაც.

„განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მკაცრი ევროპული და საერთაშორისო რეაქციის აუცილებლობა, ასევე რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა. საფრანგეთი უკრაინის გვერდით დგას“, – წერს ზელენსკი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები