ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 05:56 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
11°C overcast clouds

უკრაინის მასირებული დაბომბვა ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ მოხდა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა იყო ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტზე პასუხი. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

პუტინმა ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენ განვახორციელეთ მასირებული დარტყმა დიდი სიზუსტის იარაღით ენერგეტიკის, სამხედრო მართვის და კავშირგაბმულობის ობიექტებზე უკრაინაში. ამაში ჩართული იყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები.  იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტები განმეორდა, რუსეთის მხრიდან პასუხის მისთვის საფრთხის ადეკვატური იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის