„ზელენსკი წუწუნებს კიევის და სხვა ქალაქების დაბომბვაზე. აბა როგორ გეგონა?! შენთვის შეიძლება და სხვებისთვის არა? “, – ასე გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვას ჩეჩნეთის ლიდერი ტელეგრამის საკუთარ არხზე.
კადიროვი ზელენსკის მიმართავს და მისივე თქმით, წუწუნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ზელენსკი კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვის გამო წუწუნებს. ზელენსკი აბა, რა გეგონა? შენ შეგიძლია და სხვებს არა? ანუ 8 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, დონეცკის და ლუგანსკის ინფრასტრუქტურის განადგურება, ხიდების აფეთქება, დარტყმა მნიშვნელოვან ობიექტებზე?
ჩვენ გაგაფრთხილეთ, ზელენსკი, რუსეთს ჯერ არაფერი დაუწყია, ასე რომ შეწყვიტე წუწუნი სანამ დროა, უკეთესი იქნება თუ გაიქცევი. გაიქეცი ზელენსკი, გაიქეცი დასავლეთისკენ უკანმოუხედავად. ახლა უკვე 100%-ით კმაყოფილი ვარ სპეციალური ოპერაციით“, – წერს კადიროვი ტელეგრამზე.