ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 02:54 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

სტოლტენბერგმა რუსეთის ფედერაციის მასიური სარაკეტო შეტევა დაგმო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.

სტოლტენბერგმა რუსეთის ფედერაციის მასიური სარაკეტო შეტევა დაგმო.

„ველაპარაკე საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.  ნატო გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც იგერიებენ კრემლის აგრესიას“, – წერს ტვიტერზე სტოლტენბერგი.

დმიტრო კულებამ, თავის მხრივ აღნიშნა, სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ „გაორმაგებს ძალისხმევას და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“.

კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი არ გატყდება და რუსეთი ვერ დააშინებს მშვიდობიან მოსახლეობას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები