მისი თქმით, მიწოდება შესაძლებელია „ჩრდილოეთ ნაკადის“ გადარჩენილი ხაზის გასწვრივ. მისი სიმძლავრე წელიწადში 27,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც ევროპაში მთელი იმპორტის დაახლოებით რვა პროცენტია.
„რუსეთი მზად არის ამ მიწოდების დასაწყებად. ბურთი, როგორც ამბობენ, ევროკავშირის მხარესაა.
თუ მათ სურთ, ონკანი გააღონ და მორჩა. ჩვენ არავის ვზღუდავთ არაფერში. მზად ვართ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მივაწოდოთ დამატებითი მოცულობები“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთი ყოველთვის ასრულებს თავის ვალდებულებებს და მათი ქმედებები განსხვავდება დასავლური ქვეყნებისგან.
რუსეთი მზად არის მიაწოდოს ევროპას ენერგორესურსები, მათ შორის შემოდგომაზე და ზამთარში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ენერგეტიკის კვირის ფორუმზე განაცხადა.