ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 02:46 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

საინტერესოა, მისი განცხადება რუსული პროპაგანდა, „ეფესბეს“ ნარატივი და სიცრუეა თუ ამერიკის პატრიოტის მიერ მძიმე რეალობის განცდა – გოგა ხაინდრავა თალსი გაბარტზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ყოფილი კონგრესმენისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის თალსი გაბარტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ყოფილი კონგრესმენი ამბობს, რომ ვეღარ იქნება იმ პარტიის წევრი, რომელსაც ომის წამქეზებლები მართავენ.

 

„აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი, ყოფილი კონგრესმენი და პრეზიდენტობის კანდიდატი – თალსი გაბარტი დემოკრატიულ პარტიას ტოვებს. საინტერესოა მისი განცხადება, რომელსაც აქვე გთავაზობთ, რუსული პროპაგანდა, ФСБ-ს ნარატივი და სიცრუეა თუ ამერიკის პატრიოტის მიერ მძიმე რეალობის განცდა?“, – წერს ხაინდრავა.

„ვეღარ ვიქნები ისეთი დემოკრატიული პარტიის წევრი, როგორიც დღეს მივიღეთ. მას მართავს ომის წამქეზებელთა ელიტური დაჯგუფება. ისინი ყოფენ საზოგადოებას, აღვივებენ რასიზმს ტეთრკანიანთა მიმართ; ისინი ძირს უთხრიან ღმერთისგან ბოძებულ თავისუფლებას! მტრად აცხადებენ მორწმუნე ადამიანებს! ისინი აკნინებენ პოლიციას და კანონმორჩილი ამერიკელების ხარჯზე, ხელს აფარებენ კრიმინალებს! ისინი ემხრობიან ღია საზღვრებს; დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს და რაც ყველაზე მთავარია – მიგვაქანებენ ბირთვული ომისკენ! მე მწამს, ისეთი ხელისუფლების, რომელიც მართავს ხალხისთვის, იმართება ხალხის მიერ და ეკუთვნის ხალხს! სამწუხაროდ დღევანდელი დემოკრატიული პარტია აკეთებს სრულიად საპირისპიროს – ის დღეს მუშაობს მხოლოდ ძალაუფლებაში მყოფი ელიტისთვის. მოვუწოდებ, თანამოაზრეებს მომბაძონ და დატოვონ დემოკრატიული პარტია. თუ თქვენთვისაც მიუღებელია დემოკრატების იდეოლოგია, რომელიც ვნებს ჩვენს ქვეყანას, მოგიწოდებთ – შემომიერთდით“, – განაცხადა ამერიკის შეიარაღებული ძალების ვეტერანმა, კონგრესის ყოფილმა წევრმა და აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა თალსი გაბარდიმ და დემოკრატიულ პარტია დატოვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები