თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმეორა მოწოდებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. აღნიშნულზე მან ყაზახეთში გამართულ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრება.
„თითოეული ჩვენგანი გრძნობს უკრაინის კრიზისის რეგიონულ და გლობალურ გავლენას… ადგილზე არსებული ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენი პრიორიტეტია სისხლის ღვრის რაც შეიძლება მალე დასრულება“, – თქვა ერდოღანმა.
დღეს, 13 ოქტომბერს, ერდოღანი და პუტინი, სავარაუდოდ, ორმხრივ შეხვედრას გამართავენ აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის (CICA) სამიტის ფარგლებში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში.