რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.
მედვედევმა ბორელს „დამჭკნარი ბრიუსელური კომბოსტო“ უწოდა.
„ბატონი ბორელი დამჭკნარი ბრიუსელური კომბოსტოა. რუსეთის მიერ ატომური დარტყმის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება პარანოიაა“, – აცხადებს მედვედევი.
ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ბირთვულ თავდასხმას მოჰყვება ისეთი მძლავრი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება.