SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა დაადასტურა, რომ უარს ამბობს უკრაინაში განუსაზღვრელი ვადით Starlink-ის ინტერნეტ სერვისების დაფინანსებაზე.
„SpaceX-ი წარსული ხარჯების ანაზღაურებას არ ითხოვს, მაგრამ, ასევე, ვერ დააფინანსებს არსებულ სისტემას განუსაზღვრელი ვადით და ვერ გააგზავნის კიდევ რამდენიმე ათას ტერმინალს“, – წერს მასკი.
ილონ მასკის თქმით, Starlink-ი თვეში თითქმის 20 მილიონ დოლარს ხარჯავს უკრაინაში სატელიტური სერვისების მხარდაჭერაზე.