ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 17:16 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
7°C overcast clouds

ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენზე – უნდა ვკითხოთ, მზად არის თუ არა ჩემთან მოლაპარაკებებისთვის

ჩვენ უნდა ვკითხოთ აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, მზად არის თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის G20-ის სამიტზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

„ჩვენ უნდა ვკითხოთ, მზად არის თუ არა ჩემთან ასეთი მოლაპარაკებების გასამართად. მე ვერ ვხედავ საჭიროებას, მართალი გითხრათ, ზოგადად. ჯერჯერობით არანაირი პლატფორმა არ არსებობს რაიმე მოლაპარაკებისთვის”, – განაცხადა პუტინმა, როდესაც უპასუხა კითხვას, წავა თუ არა ის G20-ის სამიტზე და მზად არის თუ არა იქ ბაიდენთან მოლაპარაკებისთვის.

დღესვე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ G20 სამიტზე მისი ვიზიტის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

„რუსეთი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას მის მუშაობაში. ფორმატთან დაკავშირებით ვიფიქრებთ”, – განაცხადა პუტინმა.

G20-ის სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები