ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის განცხადებით, მტერი ნაღმავს ყველაფერს, სადაც ხელი მიუწვდება.
„მტერი ცდილობს მთელი ფრონტის ხაზის დანაღმვას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ცენტრალურ მაგისტრალებს, ხიდებსა და შენობებს, ყველაფერს, რაზედაც ხელი მიუწვდებათ – ნაღმავენ. თუმცა, ჩვენი არმია კარგად მუშაობს. მტერს უნდა ჩვენი არმიის კონტრშეტევები შეანელოს. ასევე, მტერი აქტიურად ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახლად მობილიზებული რეზერვისტები ჩამოიყვანოს. მტერი დემორალიზებულია და მძიმე ვითარებაში არიან. ჩვენი არმია მათ იარაღის საცავებსა და სამეთაურო პუნქტებს ანადგურებს. სიტუაცია რთულია ბახმუტის მიმართულებით, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“, – განაცხადა გაიდაიმ.