ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 17:30 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
7°C overcast clouds

ევროკავშირის საბჭო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის დამკვირვებლებს გაგზავნის

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვრის სომხეთის მხარის გასწვრივ ევროკავშირის მონიტორინგის 40 სპეციალისტი გაგზავნოს, რეგიონში სიტუაციის მონიტორინგის, ანალიზისა და ანგარიშის მომზადების მიზნით, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სწრაფი განთავსების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, მონიტორინგის სპეციალისტები დროებით გაგზავნოს საქართველოში მოქმედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იღებს ოპერატიულ ზომებს, რომ ეს არ აისახოს საქართველოში მისი მონიტორინგის შესაძლებლობაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საბჭოს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სადამკვირვებლო მისია დროებითი ხასიათის იქნება და ორ თვეზე მეტ ხანს არ გაგრძელდება

საბჭო განმარტავს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მოჰყვა 6 ოქტომბერს პრეზიდენტ ალიევს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, პრეზიდენტ მაკრონსა და პრეზიდენტ მიშელს შორის ოთხმხრივ შეხვედრას და მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების, ნდობის აღდგენასა და ორ სახელმწიფოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ხელშეწყობას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები