ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 14:11 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
19°C overcast clouds

ლიეტუვაში წვრთნები „რკინის მგელი – 2022“ დაიწყო

ლიეტუვაში სამხედრო წვრთნები „რკინის მგელი-2022“ დაიწყო. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.

წვრთნებში სახმელეთო ძალები მონაწილეობენ. ჩართულები არიან ბელგიის, ჩეხეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ლუქსემბურგის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და ავსტრალიის სამხედროები.

სამხედრო მანევრები გენერალ სილვესტრ ჟუკაუსკასის სახელობის პოლიგონზე ჩატარდება და ის ორ კვირას გაგრძელდება. წვრთნებში 3,5 ათასი სამხედრო იღებს მონაწილეობას. ჩართული იქნება მძიმე ტექნიკა – ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, არტილერია და ლოგისტიკური საშუალებები. წვრთნები შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების სცენარებით წარიმართება.

წვრთნები „რკინის მგელი“ ლიეტუვაში წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე ტარდება. მათი მიზანია ნატოს ქვეყნებში შორის ურთიერთქმედების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები