ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 04:51 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
12°C broken clouds

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა – 10 ოქტომბრიდან უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რამაც ქვეყანაში შუქის მასიური გამორთვა გამოიწვია

რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა: ენერგეტიკისა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. 10 ოქტომბრიდან უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რამაც მთელ ქვეყანაში შუქის მასიური გამორთვა გამოიწვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, „პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის ადგილი არ დარჩა“.

უკრაინის პრეზიდენტი დღეს მიკოლაივზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასაც გამოეხმაურა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

„ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს. მიკოლაივში მტერმა C-300 რაკეტებით გაანადგურა საცხოვრებელი სახლი. თავდასხმა მოხდა ყვავილების ბაზრობაზეც. საინტერესოა, რას ებრძოდნენ რუსები ამ მშვიდობიან ობიექტებზე?“- წერს ზელენსკი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის