პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
„ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა გახდა მეორე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც სანქციები დაუწესა ქართველებს. რუსეთის შემდეგ მეორე“, – წერს ლევან ქარუმიძე.