რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის მიერ სლოვაკეთში ელექტროენერგიის შეძენა გამოიწვევს ენერგიის ფასების შემდგომ ზრდას როგორც ევროპელებისთვის, ასევე უკრაინელებისთვის.
„ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“, – წერს მედვედევი.
მან, ასევე, განაცხადა, რომ „უკრაინაში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ კიევი რეფერენდუმის შედეგებს აღიარებს“.
ცნობისთვის, 27 ოქტომბერს უკრაინამ პირველად სატესტო რეჟიმში ელექტროენერგია სლოვაკეთიდან შეიტანა.