ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 10, 2025 14:25 საათი

თბილისი

Sep 10 - Wed
Tbilisi, GE
23°C light rain

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტვიტერი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ“ – დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ამერიკელო ბიზნესმენის, ილონ მასკის მიერ ტვიტერის შესყიდვას გამოეხმაურა. ტრამპი კმაყოფილია, რომ ახლა აღნიშნული პლატფორმა მასკს ეკუთვნის და მას „გიჟები“ და „მანიაკები“ აღარ მართავენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტვიტერი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ, რომლებსაც ნამდვილად სძულთ ჩვენი ქვეყანა. ტვიტერმა ახლა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მოიშოროს ყველა ბოტი და ყალბი ანგარიში“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა სოციალური ქსელი ტვიტერი იყიდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის