ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 00:55 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
11°C clear sky

მობილიზაცია დასრულებულია – სერგეი შოიგუ

„რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში დაგეგმილი 300 ათასი ადამიანია ჯარში გაწვეული. მობილიზაცია დასრულებულია“. ამის შესახებ რუსეთის  თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

შოიგუს თქმით, რუსეთში მოქალაქეებისთვის გაწვევის უწყებების ჩაბარება დასრულებულია და დამატებითი ღონისძიებები გათვალისწინებული არ არის.  შოიგუს თქმით, შეიარაღებულ ძალებში მომავალში მხოლოდ მოხალისეების და საკონტრაქტო სამსახურში წასვლის მსურველების გაწვევა მოხდება.

მინისტრის თქმით, გაწვეულებიდან 82 ათასი სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში გაიგზავნა, ხოლო კიდევ 218 ათასი მომზადებას პოლიგონებზე და სასწავლო ცენტრებში გადის.

შოიგუს თქმით, გაწვეულთა საშუალო ასაკი 33 წელი იყო. მან ასევე განაცხადა, რომ მობილიზაციით გაწვეული პირების აუცილებელი ნივთებით მომარაგების პრობლემები შეინიშნებოდა, მაგრამ „ეს პრობლემა იყო მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისში, რაზედაც პუტინმა მიუგო, რომ „სირთულეები გარდაუვალი იყო, რადგანაც რუსეთში მობილიზაცია დიდი ხანია არ ჩატარებულა“.

ამასთანავე, ოფიციალურად მობილიზაცია მაშინ დასრულდება, როდესაც შესაბამის ბრძანებულებას ვლადიმერ პუტინი ხელს მოაწერს. ჯერ პუტინს ასეთი დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია.

„ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 31 სექტემბერს გამოცხადდა. მობილიზაციის დაწყებიდან პირველ 2 კვირაში რუსეთი 1 მილიონამდე ადამიანმა დატოვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები