ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 03:47 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
11°C scattered clouds

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი შეერთებულ შტაბებს კორონავირუსის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი შეერთებულ შტაბებს კორონავირუსის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, აშშ-მა მსოფლიო ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიის შედეგების ხარჯებისთვის კომპენსაცია უნდა აუნაზღაუროს.

„სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის მტკიცებულებები. პენტაგონის კონტროლის ქვეშ მსოფლიოს 30 ქვეყანაში არსებობს 336 ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია შექმნას ასეთი ვირუსი. გაერომ უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება და გააკეთოს დასკვნა კორონავირუსის გაჩენაში ვაშინგტონის როლზე. შეერთებული შტატები ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს ქვეყნებს პანდემიის შედეგების ხარჯებისთვის“, – განაცხადა ვოლოდინმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის